|
2015-03-25 18:47:28, 445 ნახვა
მერია: ინფორმაცია, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე 30 ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, სრული სიცრუეა
თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე 30 ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც, როგორც ჩანს, სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად გავრცელდა. "დღეს მოქალაქე ირაკლი კუტალიამ ნუცუბიძის ქუჩაზე გამოიძახა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეაგირების ჯგუფი. შეტყობინება ეხებოდა 6 უპატრონო ძაღლს. ადგილზე მისვლის შემდეგ ჯგუფმა, იმის გამო, რომ ძაღლები იყვნენ აგრესიულები, ისინი დააძინა და თავშესაფარში გადაიყვანა. ამ დროისთვის ძალღები იმყოფებიან თავშესაფარში, აქვთ საკვები და თავს კარგად გრძნობენ. უახლოეს დღეებში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, გაუკეთდებათ სტერილიზაცია-კასტრაცია, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან ბუნებრივ არეალს. თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიმართავენ მედია საშუალებებს, კერძო პირების მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე, ცხოველთადამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ ნუცუბიძის ქუჩიდან აყვანილი ძაღლების თავშესაფარში მონახულება",-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)