19:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 11:11:05, 426 ნახვა

მიხეილ ჯანელიძე კატარის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კატარის სახელმწიფოსა და კატარელ ხალხს დღესასწაული მიულოცა.
 
მინისტრის განცხადებით ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ისე სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობა ახალ დინამიკას იძენს.
 
 „იზრდება კატარის ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ და ღრმავდება ურთიერთობები კატარისა და საქართველოს კერძო სექტორებს შორის. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო პირდაპირი ფრენების შესახებ გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ხვალ პირველად განხორციელდება. კვირაში სამჯერ იქნება პირდაპირი ფრენა, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გააჩენს ხალხთა შორისი ურთიერთობებისთვის, ბიზნეს კონტაქტებისთვის და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გამყარებისთვის. იმედია, მომავალში ბიზნეს კავშირები კიდევ უფრო გააქტიურება, რასაც კონკრეტული პროექტების განხორციელება მოჰყვება" - განაცხადა მინისტრმა.
 
მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და კატარს შორის აქტიურად ვითარდება ასევე ურთიერთობები კულტურული მიმართულებით და ძლიერდება ხალხთა შორისი კავშირები.
 
„მოხარული ვართ, რომ ძლიერდება ხალხთა შორისი კავშირებიც, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება კატარელ ვიზიტორთა რიცხვი. მიმდინარე წელს კატარიდან ვიზიტორთა რიცხვი 280%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით" - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში კატარის საელჩოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
 
კატარის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics