|
2016-12-13 11:05:58, 442 ნახვა
შსს-მ ოჯახში ძალადობის თემების გაშუქების საკითხებზე მედიასემინარი გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი - „ოჯახში ძალადობის თემების მედიაგაშუქება - ქართული რეალობა და საერთაშორისო გამოცდილება“ გამართა. ტრენინგი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. სემინარს გახსნას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაესწრო. „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ამ თემის გაშუქება საკითხის სიღრმისეულ ცოდნას და გააზრებას მოითხოვს. ჩემთვის ეს სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უკეთ მოვახდინოთ აღნიშნული თემის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და შესაბამისად, დანაშაულის პრევენცია. ეს არის სპეციფიკური სახის დანაშაული და საზოგადოების, მათ შორის, თქვენი -ჟურნალისტების მხრიდან, დიდ პასუხისმგებლობას და ჩართულობას მოითხოვს,“- აღნიშნა სემინარის მონაწილეებთან საუბრისას გიორგი მღებრიშვილმა. ტრენინგის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის აღნიშნული თემის გაშუქების მსოფლიოში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების გაცნობა. სწავლებაზე შსს-ს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ოჯახში ძალადობის, მასთან ბრძოლის მეთოდების და პრევენციის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. სემინარის მონაწილეებმა ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ძალადობის ფაქტების შეფასების ჯგუფური სიტუაციური სავარჯიშოები შეასრულეს და აღნიშნულ თემაზე ინდივიდუალური დავალებები მოამზადეს. ტრენინგზე ოჯახში ძალადობის კონკრეტული მაგალითები და მათი აღმოფხვრის გზები, ასევე, ოჯახში ძალადობის ფაქტების გაშუქებისას არსებული მთავარი გადაცდომები განიხილეს. შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ ჟურნალისტებს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. მედიასემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის -„ძალა ნდობას“ ბრენდირებული სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)