12:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 18:18:38, 1541 ნახვა

პოლიტიკა
სლოვაკეთის საგარეო მინისტრი: დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს ძალიან მალე მიიღებს

დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს ძალიან მალე მიიღებს, - ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა.

როგორც ლაიჩაკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტრიალოგი 13 დეკემბერს გაიმართება, 20 დეკემბერს კი აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს.

„მოხარული ვარ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის გამო. ხვალ გვაქვს ტრიალოგის ფარგლებში შეხვედრა ევროპარლამენტთან და ეს საკითხის დღის წესრიგში 20 დეკემბერის შეხვედრაზეც იქნება. ჩვენ დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს ძალიან მალე მიიღებს”, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics