|
2016-12-09 17:18:25, 826 ნახვა
დავით სერგეენკომ სადაზღვევო ბაზების განახლების მიზეზები განმარტა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სადაზღვევო ბაზების განახლების მიზეზებზე ისაუბრა. სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვაში მხოლოდ ის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებსაც კერძო სამედიცინო დაზღვევა არ აქვთ. თუმცა, სერგეენკოს განმარტებით, აღმოჩნდა ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც 2013-2014 წლების შემდეგ დაკარგეს სხვადასხვად მიზეზით კერძო დაზღვევა, ვერ მიიღეს სრული პაკეტით საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობა და ისინი სარგებლობენ მხოლოდ მინიმალური პაკეტით. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სადაზღვევო ბაზების განახლება სწორედ ამ სურათის მოწესრიგებისკენ არის მიმართული: „ბოლო დღეებში გავრცელდა ერთგვარი მღელვარება საზოგადოების ნაწილში, რომ რაღაც ფუნდამენტური ცვლილება ხდება იმ მხრივ, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოქალაქეები, ვისაც არ აქვს კერძო სამედიცინო დაზღვევა, ეს ლოგიკა 2013 წლიდან იყო ჩადებული საყოველთაო ჯანდაცვაში. უფრო მეტიც, მთავრობი 36-ე დადგენილებაში, რომელიც არეგულირებს ამ საყოველთაო ჯანდაცვას, 2013 წელს ეს უკვე ეწერა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში შეუძლია ჩაერთოს მხოლოდ იმას, ვისაც კერძო დაზღვევა არ აქვს. ეს ცალსახად ასეა. ამის შემდეგ მოხდა მეორე ეტაპი, როდესაც 2014 წლის 1 სექტემბერს დასრულდა გარდამავალი ეტაპი ადმინისტრირებაში კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის, რომლის თანახმადაც, მოხდა მე-2 განახლება კერძო დაზღვეულების ბაზების. ამის შემდეგ მესამე განახლება ახლა, წლის ბოლოს დასრულდება. იქამდე, ვიდრე განახლება არ დასრულდება, რჩება ადამიანების რაოდენობა, საბედნიეროდ, არც ისე ბევრი, რომლებიც ორმაგი წყაროთი სარგებლობდნენ. მათ ჰქონდათ კერძო და ასევე სარგებლობდნენ სახელმწიფო, საყოველთაო დაზღვევით. აღმოჩნდა ადამიანების რაოდენობა, სამწუხაროდ, არც ისე მცირე, რომლებმაც 2013-2014 წლების შემდეგ დაკარგეს სხვადასხვად მიზეზით კერძო დაზღვევა და ვერ მიიღეს სრული პაკეტით საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობა, ისინი სარგებლობენ მხოლოდ მინიმალური პაკეტით. სწორედ ამ სურათის მოსაწესრიგებლად არის მიმართული მესამე განახლება სადაზღვევო ბაზების. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სურათის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, რადგან მათთვის პროგნოზირება, თუ რა იქნება შემდეგი, არის მათი ბიზნესის წარმატება”,-აღნიშმა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)