04:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 11:37:50, 689 ნახვა

სააკაშვილი უკრაინელებს: უნდა შევამციროთ გადასახადები, სახელმწიფო აპარატი და გავყიდოთ საწარმოები

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი გუნდი გადასახადებს შეამცირებს, სამსახურიდან სახელმწიფო მოხელეების 50%-ს გაათავისუფლებს და სახელმწიფო საწარმოებს გაყიდის, - ამის შესახებ სააკაშვილმა Skrypin.ua-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, უკრაინაში პოლიტიკური კლასი უნდა შეიცვალოს. 

"ჩვენი მმართველობის პირველ სამი თვის განმავლობაში ჩვენ უნდა შევამციროთ გადასახადები 60%-ით, ორჯერ შევამციროთ სახელმწიფო აპარატი და ზუსტად ვიცი, როგორ. უნდა გავაუქმოთ რეგულაციების 80%. მე უკვე მზად მაქვს იმ რეგულაციების სია, რომლებიც უნდა გავაუქმოთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ პოლიტიკური კლასი და გავყიდოთ სახელმწიფო საწარმოები", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს სახელმწიფო მოხელეების 50 პროცენტით შემცდირებასა და სახელმწიფო საწარმოების გაყიდვას პირდება.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დატოვა. მან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კორუფციაში დაადანაშაულა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics