|
2015-03-24 13:50:13, 2552 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში 43-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა. ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მან სამშვიდობოებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ცერემონიალზე დასასწრებად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნორმან ქულინგი. სიტყვით მიმართვისას ამერიკელმა გენერალმა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვეს ხაზი და მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. გაცილების ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა გაბრიელმა დალოცა. დღესვე, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად კვიპაროსები დარგო. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ბატალიონს ჩაანაცვლებს. 43-ე ბატალიონთან ერთად პირველად ჩაერთვება სამშვიდობო მისიაში ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)