|
2015-03-24 13:19:54, 869 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების N19 დაწესებულებას ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისათვის მაღალტექნოლოგიური აპარატურა გადაეცა
ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის საზოგადოებრივ მისაღებში საგანგებო ღონისძიებით აღნიშნა, რომელზეც პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ტუბერკულოზთან ბრძოლის წარმატებული პროგრამის შედეგებისა და სამომავლო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა იმ მიზანმიმართულ და ეფექტურ ნაბიჯებს, რომელთა დახმარებითაც, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ტუბერკულოზთან ბრძოლაში არსებით წარმატებებს მიაღწია: 2 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა წელიწადში 801-დან (2012წ.) 82 შემთხვევამდე შემცირდა (2014წ.) ; 2010-2012 წლებში პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით 126 პატიმარი გარდაიცვალა. 2013 წლიდან 2015 წლამდე დაავადება ლეტალურად 4 შემთხვევაში დასრულდა; სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სკრინინგი 3 თვეში ერთხელ ტარდება; 2014 წლიდან ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ბრალდებულებსაც მიეცათ; ფუნქციონირებს 750 პაციენტზე გათვლილი ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ახალი მაღალტექნოლოგიური ცენტრი; 2012 წლის შემდეგ სისტემაში ის 3 დაწესებულება დაიხურა, რომელიც საყოფაცხოვრებო პირობების გამო ინფექციის გავრცელების მაღალი ალბათობით გამოირჩეოდა; გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება; გაუმჯობესდა გვერდითი ეფექტების მართვა. "დღეიდან პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ტუბერკულოზის ეროვნულმა ცენტრმა სასჯელაღსრულების N 19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს „ჯინექსპერტის“ აპარატი გადასცა. უახლესი ტექნოლოგიის აპარატით ტუბერკულოზის დიაგნოსტირება და მკურნალობაში ჩართვა 2 თვის მაგივრად 24 საათში იქნება შესაძლებელი",-აცხადებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიებაზე ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული კლიპის ჩვენება გაიმართა. შეხვედრის დასასრულს, პაციენტთა კავშირის ,,საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ“ წარმომადგენელმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საპატიო სიგელი გადასცა და მადლობა გადაუხადა სოლიდარობისთვის და მეგობრის სტატუსით აქციაში მონაწილეობისთვის, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებზე ზრუნვას და მხარდაჭერას მათი გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელებს. ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ევროპის საბჭოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, გლობალური ფონდის, პაციენტთა კავშირის ,,საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ“, USID-ის წარმომადგენლები და ცნობილი მსახიობები დაესწრნენ.
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)