13:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 16:53:47, 435 ნახვა

ინოვაციების სააგენტო აშშ-ს კომერციის დეპარტამენტთან ერთად ტექნოლოგიური გადაცემის საკითხზე ვორქშოფს გამართავს

1 დეკემბრიდან  ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის, აშშ-ს პატენტის ოფისისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსორგანიზებით ტექნოპარკში ტექნოლოგიური გადაცემის საკითხებზე  ვორქშოფი მოეწყობა.
 
ვორქშოფი აშშ-ს  კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში ტარდება,  რომელსაცსაფუძველი  1961 წელს ჩაეყარა, როდესაც  Usaid-ის შეთანხმების ნაწილის ერთერთი პუნქტის ,,უცხოური დახმარების შესახებ აქტის"  ფარგლებში ამერიკისშეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად თანხები გამოყო. აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოსთვის ტექნიკური დახმარებისფარგლებში აშშ-ს კომერციის დეპარტამენტს  დაევალა უზრუნველყოს  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის ინსტიტუციურიშესაძლებლობების გაძლიერება და საკანონმდებლო გარემოს შექმნა ბიზნესებისათვის.
 
ტექნოლოგიის განვითარება მთლიანად ფუნდამენტალური მეცნიერის წინმსწრებ მიღწევებზეა დამოკიდებული, შესაბამისად  ტექნოლოგიური ტრანსფერიგანვითარებად ქვეყნებში მსოფლიო განვითარების პროცესის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანიმიღწევები მეცნიერებაში. სწორედ ამიტომ მისი კომერციალიზაციისთვის საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ვორქშოფში ჩაერთვება 35 მონაწილე, მათ შორის 25 ქართველი სპეციალისტი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან, უნივერსიტეტებიდან, 3 საერთაშორისოექსპერტი ვაშინგტონიდან, 5 ადგილობრივი დამკვირვებელი და 2  კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
 
 (NS)
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics