18:04 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 17:48:45, 378 ნახვა

მანანა კობახიძე: პარლამენტმა მთავრობას პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება რომ დაავალოს, ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდვინის გიორგი კვერენჩხილაძის მოთხოვნას გადაუგზავნის.

თუმცა, დაესწრება თუ არა მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსნებას, კობახიძის თქმით, ეს მთავრობის გადასაწყვეტია.

მან აქვე განმარტა, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასწრების მოთხოვნას, რეგლამენტი არ ითვალისწინებს.

 „მთავრობა და  რა თქმა უნდა ყველა დაინტერესებული პირი იქნება ინფორიერებული, როდის, რომელ საათზე ისმენს პარლამენტი პრეზიდენტის გამოსვლას.  მთავრობის წევრებს აქვთ შესაძლებლობა,  უფლება,  მოვიდნენ, დაესწრონ, მაგრამ ის, რომ მათ პარლამენტმა დაავალოს მობრძანდით და დაესწარით, ასეთ ჩანაწერს რეგლამენტი არ ითვალისწინებს“, - აღნიშნა კობახიძემ.  

ცნობისთვის, გიორგი კვერენჩხილაძე საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, რომ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე, მთავრობის, სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება უზრუნველყოს.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 31 დეკემბერს წარსდგება.  თუმცა, რა ფორმატში მოხდება ეს, ამაზე საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics