|
2015-03-22 19:14:14, 2663 ნახვა
სამხედრო
შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა ფიცი დადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 223-მა წვევამდელმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ფიცის მიღების ცერემონიას შს მინისტრის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ მღებრიშვილი, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ბონდო ოჩიგავა და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. წვევამდელებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს, შემდეგ კი საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ცერემონიის დასრულებისას ახალწვეულები მამა დავითმა დალოცა. შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. ისინი შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით, ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი ყოველ მესამე დღეს 24 საათიან მორიგეობას გულისხმობს. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარჩინებული 14 ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდში, სამაგალითო დისცილინისა და საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)