2015-03-21 18:14:06, 441 ნახვა
საპროტესტო აქციამ თავისუფლების მოედანიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა
"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციამ, თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა.
როგორც აქციაზე გახდა ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა სპონტანურად მიიღეს. აქციის მონაწილეები აპირებენ, მთავრობას კანცელარიის წინ მოუწოდონ გადადგომისკენ.
როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებს წითელი ბარათები აქვთ ამოღებული, რითაც მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ..
აქციაზე ისმის შეძახილები, - „გადადგეს უნიათო მთავრობა“ ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციას იცავს პოლიციის კორდონი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან