16:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 16:46:10, 424 ნახვა

მერია: შევახსენებთ დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით

„შევახსენებთ დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით“, - ამის შესახებ თბილსის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში აცხადებენ, რუსთაველის გამზირი, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეების კოლონამ ჩაიარა, წითელი საღებავითაა დასვრილი.
„წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ.
შევახსენებთ დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics