16:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 15:47:13, 823 ნახვა

ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ შეძლეს რამდენიმე ათასი ადამიანის მოქრთამვა

„სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება, მოქრთამვა ფულით შეძლეს, მაგრამ ეს არის ძალიან დროებითი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანების აქცია, რომლებიც ცუდი იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებული.

„ეს არის ჩვეულებრივი აქცია ადამიანების, რომლებიც არიან გარეთიანებული ცუდი იდეის ირგვლივ. ცუდი იდეა არის ის, რომ მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვითარება. მათი სურვილი არის ქვეყანა შეიყვანონ ქაოსში, არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და ნურავის ნუ ექნება რაიმე სახის ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეაფერხებენ. რა თქმა უნდა ჩვენ მათ კონსტიტუციურ უსაფრთოხებას ვუზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად იქნება დაცული ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება, მოქრთამვა ფულით შეძლეს, მაგრამ ეს არის ძალიან დროებითი. ის სისასტიკე და სადიზმი, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში საქართველოში, ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში. მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics