|
2016-11-18 13:38:00, 435 ნახვა
აბაშიშვილი: პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმას იმ ჩარჩოში, რასაც ინსტიტუტების პატივისცემა ჰქვია
დღეს იყო თვისობრივად განსხვავებული პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი. პრეზიდენტმა გაუსვა ხაზი იმას, რომ ის არასოდეს შეეგუება ინსტიტუტების დისკრედიტაციას და ვერ შეეგუება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღევავას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვლმა განაცხადა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, გარკვეულ შემთხვევაში წინა პარლამენტის პერიოდშიც, სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობა მოხერხდა, მაგრამ რა თქმა უნდა სურვილი არის უფრო მეტი. "გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მზად არის კონსტრუქციული თანამშორმლობისთვის საქართველოს პარლამენტთან. თუმცა ამავდროულად ამ ფარგლებში არის ძალიან დიდი სივრცე თანამშრომლობის. საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა რამდენიმე ინიციატივა, ერთ-ერთი კი საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლებლობის გამოყენებას შეეხება. "ქართულმა ოცნებამ" ეს რესურსი უნდა აქციოს შესაძლებლობად, რადგან ახლა "ქართულ ოცნებას" აქვს ყველა საშუალება, რომ მისი ყველა დაპირება საზოგადოების წინაშე შეასრულოს და არ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორები. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ძლიერი ბერკეტი ამისთვის. "ქართულ ოცნებას" მათ შორის შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს ეროვნულ ბანკთან, რაც ეკონომიკური ტიპის დაპირებების და პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. საქართველოს პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ყველა იმ რეფორმას, იმ ჩარჩოში რასაც ქვია ინსტიტუტების პატივისცემა", - განაცხადა აბაშიშვილმა. ცნობისთვის, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა. დეპუტატების დამტკიცებისთანავე, მთავრობის მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდება.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)