|
2015-03-21 12:30:17, 297 ნახვა
თავისუფლების მოედანზე აქციისთვის მზადება დასრულდა
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციისთვის მზადება დასრულებულია. საკრებულოს შენობის წინ სცენა და მონიტორებია დამონტაჟებული. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, აქციისთვის ყველაფერი მზად არის და ისინი ბევრ მხარდამჭერს ელოდებიან. „დღეს ვიკრიბებით კონკრეტული მიზნით, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს ის უუნარობა, რაც ხდება დღეს, ის უნიათობა, რომელმაც მიიყვანა ადამიანები სამუშაო ადგილების დაკარგვამდე, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკური მდგომარეობის განადგურებამდე. სანამ ქვეყანა გაკოტრდება ჯობია გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. თავისუფლების მოედანზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მობილიზებულია. მიმდებარე ტერიტორია უკვე გადაკეტილია. შეგახსენებთ, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება.
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)