07:16 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 18:14:39, 428 ნახვა

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა

თბილისში, მთაწმინდის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, სიმბოლური აბრა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  საქართველოს დამსახურებული არტისტის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გახსნა.

ცნობილ მსახიობს, სპორტულ კომენტატორს, ჟურნალისტს, სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს, კოტე მარჯანიშვილისა და ახმეტელის პრემიების ლაურეატს, ერთი მსახიობის თეატრის დამაარსებელსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

„დღეს კოტე მახარაძე 90 წლის გახდებოდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და ქართულ სპორტში. ის იყო შესანიშნავი კომენტატორი, იყო პედაგოგი და არაერთი ტელე-ჟურნალისტი აღუზრდია მას. ამდენად მას, როგორც დასაფასებელ ადამიანს,როგორც ღირსეულ ადამიანს, საპატიო თბილისელს ჩვენ დღეს ვიხსენებთ და ამავდროულად, სიმბოლურად დედაქალაქის საკრებულომ ქუჩას მიანიჭა მისი სახელი. შესაბამისი აბრები გაკეთდა, რათა ყველამ იცოდეს, სად ცხოვრობდა და სად მოღვაწეობდა დიდებული ადამიანი კოტე მახარაძე“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics