07:16 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 15:25:40, 508 ნახვა

ოლეგ ლიაშკო სააკაშვილისა და იულია ტიმოშენკოსთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვს

უკრაინის "რადიკალური პარტიის" ლიდერის ოლეგ ლიაშკოს განცხადებით, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა, - ამის შესახებ ოლეგ ლიაშკომ ტელეკომანია 112-თან საუბრისას განაცხადა.

ლიაშკოვმა სააკაშვილს აბრაგი უწოდა და აღნიშნა, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მხარს მის ქვეყანაშიც არ უჭერენ. 

“სააკაშვილი გუშინ ტიროდა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობას ართმევენ შურისძიების მიზნით. ვინ იძიებს შურს მასზე? ვის სჭირდება აბრაგზე შურისძიება? რა აზრი აქვს ამას? მას მისმა ქართველებმა არ დაუჭირეს მხარი: ის მათ 10 წლის განმავლობაში უტარებდა რეფორმებს ისე, რომ მათ მას უკვე მეორედ არ დაუჭირეს მხარი. სააკაშვილს უკანონოდ გადასცეს უკრაინის მოქალაქეობა”, - აცხადებს ოლეგ ლიაშკო.

ამასთან, უკრაინელი დეპუტატი გამოდის ინიციატივით, რომ პრეზიდენტს უცხოელებისთვის უკრაინის მოქალაქეობის გადაცემის უფლება ჩამოერთვას.

“კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის მოქალაქეობა არ ენიჭება პირებს, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან. პოროშენკომ ფაქტობრივად აჩუქა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა. მე მაინტერესებს: ვინ მისცა პრეზიდენტს უფლება, ჩემი მოქალაქეობა აჩუქოს ყველა შემხვედრს, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება? ამიტომ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. მე მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტს ჩამოართმევს უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლებას. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მიიღოს!”, - განაცხადა ოლეგ ლიაშკომ.

მიხეილ სააკაშვილის გარდა, ოლეგ ლიაშკო, მოქალაქეობის ჩამორთმევას იულია ტიმოშენკოსთვისაც ითხოვს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics