|
2016-11-17 15:22:43, 475 ნახვა
იზორია: ინფორმაცია, რომ მინისტრს ნინუასა და ცაბაძის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, სიცრუეა
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. იზორიას განცხადებით, ინფორმაცია, რომ მინისტრს არ ჰქონდა მათი დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი, სიცრუეა. „თქვენ ალბათ იხილეთ ის ბრძანება, სადაც მართალია გაწერილია გარკვეული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გამონაკლის შემთხვევაში მინისტრს უფლებამოსილება აქვს დანიშნოს შესაბამის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურე. რამ განაპირობა ეს გამონაკლისი მინდა განვუმარტო საზოგადოებას: ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს იმდენი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. საუბარია ენის ცოდნასა და სხვა კრიტერიუმებზე, ამიტომ გახდა ეს იმ დროს აუცილებელი”,- განაცხადა იზორიამ. როგორც იზორიამ აღნიშნა, თუ გადავხედავთ მისი წინამორბედების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ვნახავთ, რომ თითქმის უმრავლესობა გადაწყვეტილებების არის საგამონაკლისო წესით მიღებული. „თუ ვიღაცას აქვს იმის ილუზია, რომ ეს მარტო იზორიას მინისტრობის დროს ხდება, ეს არის ტყუილი“,- აღნიშნა იზორიამ. მინისტრის თქმით, ის აფასებს ნინუასა და ცაბაძის ღირსეულ გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ. „კრიტიკა დაკავშირებული იყო იმ ვიდეოსთან, რომელიც გავრცელდა, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი. მან პირადად მთხოვა გამომდინარე რეფორმების განხორციელების და მოკვლევის მიუკერძოებლობის ინტერესებიდან, გადადგეს თანამდებობიდან, თუმცა ხაზგასმით ვამბობ - დროებით, სანამ მოკვლევა საბოლოო პასუხს არ იტყვის. იმ შემთხვევაში თუ არ გამოვლინდა მოკვლევის საფუძველზე მათი პოლიტიკური ნიშნით აქტიურობა, მე მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ. მათ აქვთ კონკრეტული ხედვა და ღვაწლი თავდაცვის სისტემაში“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)