05:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 11:24:35, 415 ნახვა

რუსეთი რომის სტატუტიდან გასვლის მიზეზად ჰააგის სასამართლოს 2008 წლის მოვლენებისადმი დამოკიდებულებას ასახელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსკოვის გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ჰააგის სასამართლოს დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმია დასახლებული.

“რუსეთს არ შეიძლება, არ აღელვებდეს ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს ომისადმი. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მშვიდობიან ცხინვალზე თავდასხმამ, რუსი მშვიდობისმყოფელების მკვლელობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან წარმოშვა ბრალდებები ოსი მებრძოლებისა და რუსი სამხედროების მისამართით. ხოლო ქართველი თანამდებობის პირების ქმედებებისა და ბრძანებების ევენტუალური გამოძიება მიზანმიმართულად გადაეცა ქართულ მართმსაჯულებას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ყურადღების მიღმა რჩება. ვითარების ამგვარი განვითარება საკუთარ თავზე თავად მეტყველებს. ასეთ პირობებში ნაკლებად შესაძლებელია სიხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი ნდობაზე საუბარი”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც რუსული მხარე აცხადებს, ჰააგის სასამართლომ მასზე დაკისრებული იმედები არ გაამართლა და არ გახდა საერთაშორისო მართლმსაჯულების ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ავტორიტეტული ორგანო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 14-წლიანი მუშაობის განმავლობაში მხოლოდ ოთხი განაჩენი გამოიტანა და ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაზე საბოლოოდ 16 ნოემბერს განაცხადა უარი. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. 

ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება გაერო-ს გენერალურ მდივანს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics