|
2016-11-09 14:15:08, 596 ნახვა
საზოგადოება
ირმა ქავთარაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ ორი საერთაშორისო გამოფენა გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ორი საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა. ირმა ქავთარაძესთან ერთად, გამოფენის გახსნაში მონაწილეობდა ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი. საერთაშორისო გამოფენებში Elcomm Caucasus 2016 და Aquatherm Tbilisi 2016 ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, ტელეკომუნიკაციების, გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების, წყალმომარაგების, სანტექნიკისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მომუშავე 40-მდე კომპანია მონაწილეობდა. ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს, თურქეთს, ესპანეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, უკრაინას, რუსეთს, სომხეთს, ინდოეთს, ირანს, ჩეხეთსა და პორტუგალიას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, ენერგოეფექტური მოწყობილობების, სისტემების და მასალების სექტორი საქართველოში ძალიან პერსპექტიული დარგია და ქმნის ახალი ტიპის პროფესიებს და ახალ სამუშაო ადგილებს. „კლიმატის ცვლილებას ჩვენ ყველანი ვგრძნობთ და ამდენად, მნიშვნელოვანია, დავნერგოთ ახალი ტიპის სისტემები და მასალები, რომელიც ეფექტურად დაზოგავს არა მარტო ენერგიას, არამედ რესურსების სხვადასხვა სახეებს,“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშავდება მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი. გარდა ამისა, მალე ხელი მოეწერება OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მწვანე ზრდის დეკლარაციას. „ამით საქართველო გააკეთებს განაცხადს, რომ მოწინავე ქვეყნებს შორის ვართ და გვინდა სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ. ორივე გამოფენის მიზანს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა, ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს შორის საქმიანი პარტნიორობის სტიმულირება და შესაბამისი სექტორების განვითარება წარმოადგენს. გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მონაწილეთა საგამოფენო სტენდები დაათვალიერეს და გამოფენის მონაწილეებს გაესაუბრნენ. (NS)
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)