16:25 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 15:32:58, 894 ნახვა

საზოგადოება
ორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ორბელიანის მოედანზე ტელეგრაფის ჩიხში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

"კურიერის" ცნობით, დანგრეულია კორპუსის სამი სართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

ადგილობრივების განცხადებით, შენობა ავარიული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. მოსახლეობა მერიას დახმარებას სთხოვს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება რაიონის გამგებელიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
კობახიძე - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში
მსოფლიოში პირველად უკრაინულმა ლაზერულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „ბლისკმა“ რუსული გერანის ტიპის დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics