|
2016-11-07 12:06:29, 882 ნახვა
სამხედრო
"დაუღალავი შრომის შედეგად, შესაძლებელი გახდა იმ წვრთნების ინსტიტუციონალიზება, რომელიც ჯარისკაცების სიცოცხლესთანაა დაკავშირებული"
დაუღალავი შრომის შედეგად, შესაძლებელი გახდა ყველა იმ წვრთნების ინსტიტუციონალიზება, რომელიც ჯარისკაცების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მინისტრმა განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და არნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ინსტიტუციურ რეფორმებზე იქნა მიპყრობილი. "პირველი ნაბიჯი რაც გადავდგით იყო საერთაშორისო პარტნიორებთან სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. თქვენ ხედავთ ჩვენ სლოგანსაც სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენ ერთი გუნდით, ერთი სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ და ამ გუნდში ვგულისხმობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს. პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს და თავად ნატო-ს წარმომადგენლობას. განსაკუთრებული ყურადღება იქნა მიპყრობილი ინსტიტუციურ რეფორმებზე, კერძოდ კი უწყებაში მიუკერძოებლობის ოფტიმალურობის კოორდინაციისა და აღსრულების პრინციპების რეალიზებაზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფდი შერჩევის საბჭოების განახლებულ დებულებას. აქ საუბარია იმაზე, რომ არსებობს 4 საბჭო რომლის მეშვეობით ხდება როგორც სერჟანტთა ისე უმცროს ოფიცერთა, ასევე უფროს და უმაღლესი რანგის ოფიცერთა შერჩევა. ჩვენ მაქსიმალურად გავხადეთ შერჩევის კრიტერიუმები მიუკერძოებელი და მაქსიმალურად ვუზრუნველყავით ობიექტურობა შერჩევის პროცესში. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მესამე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც შეიმუშავეს, არის კოორდინაციის და გადაწყვეტილებათა აღსრულობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა. "ამ თვალსაზრისით ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს მართვის ჯგუფისა და მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების დებულებაში. კერძოდ კი განვსაზღვრეთ კონკრეტული სუბიექტი, რომელიც იქნება გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი. განვსაზღვრეთ ასევე ორგანო, რომელიც სამდივნოს სახით იქნება კოორდინაციაზე პასუხისმგებელი. ჩვენ გავაფართოვეთ ფორმატი მონაწილე სუბიექტების და გადაწყვეტილების მიღების საბჭოში, თავდაცვის მინისტრის მოწვევით ვუზრუნველყავით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების პროცესში. ჩვენი ინსტიტუციური რეფორმების თვალსაზრისით გავითვალისწინეთ უწყების სპეციფიკა, რომელიც პირველ რიგში, სამხედრო მომზადების მაღალ ხარისხს უკავშირდება", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, უწყებამ უსართხოების ინსტრუქციებიც შეიმუშავა, რომელიც ჯარისკაცების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან არის კავშირში. " დაუღალავი შრომის შედეგად სადაც ჩვენი ოფიცრები აქტიურად იყვნენ ჩართულები, შესაძლებელი გახდა ყველა იმ წვრთნების ინსტიტუციონალიზება შესაბამისი ინსტრუქციებით, სამხედრო მომზადების სტანდარტული პროცედურებით, რომელიც დაკავშირებულია ჯარისკაცების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან", - განაცხადა იზორიამ ანგარიშის წარდგენისას.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)