|
2016-11-04 15:16:58, 735 ნახვა
საზოგადოება
„პოპულუსი“ - ხის ჩანთები და სამკაული ქალებისთვის
უკვე რამდენიმე თვეა, ბაზარზე ახალი ბრენდი „პოპულუსი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ხისგან დამზადებულ ძალიან საინტერესო, ორიგინალურ და დახვეწილ აქსესუარებს სთავაზობს. როგორც „პოპულუსის“ დამფუძნებელი თინა ოსაძე განმარტავს, სახელწოდება ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და ამ შემთხვევაში პირდაპირ აღნიშნავს, რა მასალისგან არის დამზადებული აქსესუარები. თავდაპირველად ხის ჩანთებს აკეთებდნენ, რომლებსაც ეროვნული კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით აფორმებდნენ. ბრენდის განვითარებასთან ერთად აქტიურად დაიწყეს ახალი პროდუქტის შექმნაც - საყურეები, თმის სამაგრები, ბეჭდები... ეს აქსესუარებიც ძალიან ორიგინალური და დახვეწილი გამოუვიდათ და არანაკლებ პოპულარული გახდა. რამდენად პრაქტიკული და მოსახერხებელია ხის აქსესუარები, როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება ახალი ბრენდის მიმართ, სად და რა ფასად შეიძლება „პოპულუსის“ ნაწარმის შეძენა და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? ამ კითხვებით ქალბატონ თინა ოსაძეს მივმართეთ: „ჩანთები ძალიან მსუბუქი და მოსახერხებელია, ხშირად უჩნდებათ კითხვა - მძიმეა თუ არა და ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ჩანთების აწონა (იცინის)... ზომას გააჩნია, საშუალოდ კი, 270 გრამს იწონის ხოლმე. ჩვენი ჩანთები ბაზარზე გამოჩენის დღიდანვე მნახველებში დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. თავდაპირველად, უბრალოდ, ინტერესდებოდნენ, ათვალიერებდნენ და გვიბრუნებდნენ, ვერ წყვეტდნენ, ეყიდათ თუ არა... ახლა კი უკვე დიდი ინტერესით ელიან ხოლმე ჩვენს გამოფენებს. პროდუქტის რეალიზაციას ონლაინსაშუალებების გამოყენებითა და გამოფენებით ვცდილობდით. თავიდანვე გავითვალისწინეთ, რომ ფასი ყოველთვის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომხმარებლის დამოკიდებულებას პროდუქტის მიმართ და გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის არჩევანი გაგვემარტივებინა - ამ ეტაპზე „პოპულუსის“ ნებისმიერი ჩანთის ღირებულება 100 ლარია. საყურეების ყოველ ახალ კოლექციასაც ერთი და იგივე ფასი აქვს. ამჟამად შეკვეთებს ვიღებთ „პოპულუსის“ „ფეისბუკის“ გვერდზე. თანდათან გაიზარდა ინტერესიც და შეკვეთების რაოდენობაც. ვთანამშრომლობთ ონლაინ მაღაზიასთან wishlist.ge და ასევე, ჩვენი პროდუქცია შეტანილი გვაქვს მაღაზიებში - co.mode+ და crafting corner 23-ში, სადაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, „პოპულუსის“ აქსესუარები დაათვალიეროს და შეიძინოს. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, ახალ ხაზზე ვმუშაობთ და მალე საზოგადოებასაც გავაცნობთ. გარდა ამისა, გვსურს „პოპულუსს“ საკუთარი მაღაზია ჰქონდეს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება“. (NS)
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)