19:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 12:33:21, 468 ნახვა

აჭარის მთავრობა უდედოდ დარჩენილ სამშვილიან ოჯახს დაეხმარება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აბაშიძეების სამშვილიან ოჯახს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ესტურმა.

ადგილზე მდგომარეობის გასაცნობად, რამაზ ჯინჭარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თხოვნით იმყოფებოდა.

უმუშევრად დარჩენილი ბავშვების მამა, როლანდ აბაშიძე მინისტრის მოადგილეს პირადად გაესაუბრა. რამაზ ჯინჭარაძე აბაშიძეების ოჯახს არსებული რესურსით და შესაძლებლობით დახმარებას დაჰპირდა, რისთვისაც როლანდ აბაშიძემ წერილობით უნდა მიმართოს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტყუპების შეძენასთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარება 2000 ლარის ოდენობით ოჯახს იმთავითვე გადაეცა, დედის ავადმყოფობის პერიოდშივე სოციალურ სააგენტოს ჩვილები მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა აყვანილი, რაც სოფლის ექიმისა და ექთნის მიერ კონტროლს და კვებითი რაციონით უზრუნველყოფას გულისხმობდა.

როგორც აჭარის მთავრობას სოციალური სააგენტოდან აცნობეს, ოჯახში ამ ეტაპზე ბავშვებისათვის 2 თვის საკვების მარაგი მიწოდებულია. პატარები ერთი წლის მანძილზე დარჩებიან სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ. უახლოეს დღეებში, სოციალური მუშაკები კვლავ ეწვევიან აბაშიძეების ოჯახს, მოახდენენ ქულების ხელახალ გადათვლას, რის შემდეგაც ოჯახს დიდი ალბათობით სოციალური დახმარებაც დაენიშნება.
აჭარის ჯანდაცვის წარმომადგენელთან საუბრისას, ოჯახის მამამ როლანდ აბაშიძემ სხვა საჭიროებებთან ერთად ხაზი გაუსვა გაზიფიცირების საკითხს. კერძოდ, ოჯახს სჭირდება სახლამდე უკვე მიყვანილი გაზის ოთახებში შეყვანა და გათბობის ქვაბის მონტაჟი. აჭარის მთავრობა გაზით უზრუნველყოფასთან ერთად როლანდ აბაშიძის დასაქმების შესაძლებლობასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძეების სამშვილიანი ოჯახი გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე დედის ავადმყოფობის შედეგად მივიდა. ახალგაზრდა  ქალმა ტყუპები, დავითი და ნიკოლოზი გააჩინა. საკეისრო კვეთის დროს იგი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი მეუღლის სასთუმალთან გატარებული დღეების გამო, პატარების მამამ, როლანდ აბაშიძემ სამსახური დაკარგა. სამი მცირეწლოვანის გაზრდაში მამას ბავშვების ბებია ეხმარება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics