15:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 14:29:15, 585 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გორის, კასპისა და  ქარელის მუნიციპალიტეტებში  მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს მოტობლოკები  და სხვა მანქანა-დანადგარები გადასცა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დევნილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

შიდა ქართლის რეგიონში კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიმდინარე წლის ივნისიდან პროექტის -  „საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის”  განხორციელება დაიწყო.

პროექტის მთავარ მიზანს  შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები დევნილების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის გზით გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენდა.

პროექტის განხორციელების შედეგად, 30-მა დევნილმა ოჯახმა შეიქმნა/გაიუმჯობესა საარსებო მდგომარეობა, შემოსავლის წყაროს გაჩენის გზით. რამაც, თავის მხრივ, უზრუნველყო დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და განსახლების ადგილებზე მათი მდგრადი ინტეგრაცია.

პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე სეგმენტს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროექტის) ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი დევნილები წარმოადგენდნენ.

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტმა 37 500 ლარი შეადგინა, რომელიც 30 ბენეფიციარზე გადანაწილდა.

პროექტით გათვალისწინებული იყო ბენეფიციართა 30%-იანი თანამონაწილეობით შემდეგი  ინიციატივების მხარდაჭერა: სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები, სასოფლო სამეურნეო იარაღების ნაკრები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაცია, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივები.

საგრანტო პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახორციელებდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics