|
2016-11-01 17:35:08, 801 ნახვა
საზოგადოება
გამოავლინეთ „ხალხის რჩეული" - პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2016" ხმის მიცემა დაიწყო
დღეიდან შეგიძლიათ თქვენს რჩეულს, რომელიც მონაწილეობს პროექტში „ბიზნედაჯილდოება 2016", ინტერნეტით ხმა მისცეთ და გამარჯვებაში დაეხმაროთ. თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი კულმინაციას უახლოვდება, ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში ნომინაციისთვის „ხალხის რჩეული" უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე www.businessaward.ge . ნომინაციაში „ხალხის რჩეული" 200-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა, მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე და იქვე ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს. ხმის მიცემისთვის აუცილებელია, რომ იყოთ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი; ერთ მომხმარებელს შეუძლია 24 საათში ერთხელ მისცეს ხმა. ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში 17 ნოემბრამდე გაგრძელდება, ნომინაციაში გამარჯვებული ის კომპანია გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. „ბიზნესდაჯილდოება 2016" თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას და მეწარმეობის პოპულარიზაციას. პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში 523 კომპანია იღებს მონაწილეობას. კოპანიები შემდეგ ნომინაციებში დარეგისტრირდნენ: წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი და ხალხის რჩეული. ყველა ნომინაციაში, (გარდა ხალხის რჩეულისა), დამოუკიდბელმა კომისიამ უკვე გამოავლინა 3-3 ფინალისტი. გამარჯვებულები კი 17 ნოემბერს გამოვლიდნებიან. „ბიზნესდაჯილდოება" წელს პირველად ტარდება, თუმცა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და ის უფრო მრავალფეროვანი გახდება. (R)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)