|
2016-11-01 14:42:00, 678 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში საშემოდგომო რგვები გრძელდება
დედაქალაქში საშემოდგომო რგვები გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, 120-მდე აკაცია და ჭადარი ირგვება. მათივე ცნობით, ხეები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ კახნიაურთან ერთად დარგო. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ 18 ძირი ჭადარი დაირგო. ხე-მცენარეების სიმაღლე 4 მეტრამდეა. შემოდგომაზე, დედაქალაქში, 200 ძირი ჭადარი დაირგვება. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას, 4 წლის განმავლობაში, კონტრაქტორი კომპანია „გამწვანება 2016“ უზრუნველყოფს. 100-ზე მეტი აკაცია ირგვება წინამძღვრიშვილისა და ნინოშვილის ქუჩებზე. ხე-მცენარეების სიმაღლე 2,5-დან 3 მეტრამდეა. გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში სხვადასხვა ადგილზე, სულ 500 ძირი აკაცია დაირგვება. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მაგნოლია“, 4 წლის განმავლობაში, უზრუნველყოფს. დავით ნარმანიას თქმით, საშემოდგომო რგვები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. „გამწვანების სეზონური ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შევიდა. მტკვრის ორივე სანაპიროზე მიმდინარეობს გამხმარი ხეების ჩანაცვლება, ახლადდარგული ჭადრებით ხეივანი მთლიანად შეივსება. რაც შეეხება წინამძღვრიშვილის ქუჩას, აქ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საგზაო სამუშაოები და აკაციების დარგვაც გათვალისწინებული გვქონდა. აკაციები ირგვება ნინოშვილის ქუჩაზეც. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში უკვე დარგულია რამდენიმე ათასი ხე-მცენარე. მიმდინარე გამწვანების სეზონური ღონისძიებები, მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე, დეკორატიული თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება. (NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)