|
2016-10-31 17:49:01, 777 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში მეციტრუსეთა ფორუმი ,,ციტრუსი ექსპორტი 2016’’ გაიმართა
ციტრუსის სეზონისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქობულეთში ფორუმი,,ციტრუსის ექსპორტი 2016’’გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს ქართული ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ციტრუსის სეზონის წარმატებულად განხორციელებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები უკვე ჩატარდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საექსორტო ქვეყნების მხრიდან ქართული ციტრუსით დაინტერესება მაღალია. გაჩნდა ახალი საექსპორო ბაზრებიც, რაც იმის წინაპირობაა, რომ წლევანდელი ციტრუსის სეზონი წარმატებით ჩაივლის. ფორუმზე მიმდინარე წელს ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა ციტრუსის წარმოება-გადამუშავების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფის და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხებზეც იმსჯელეს. ფორუმში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის, ლარსის გამშვები პუნქტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურებისა და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საბორნე გადამზიდავი კომპანიების, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარმოები - შპს ,,აგროინვესტსერვისი’’, შპს ,,TCF GEORGIA’’და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ და საწარმოების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. (NS)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)