|
2016-10-28 17:57:31, 619 ნახვა
მსჯავრდებულებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერი გააკეთეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 და N 5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა და ხელნაწერ წიგნში ჩანაწერები გააკეთეს. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდათ სახელისა და გვარის მითითებით „ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფი გადაეწერათ. პროექტის პირველ ეტაპზე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 12 და N 5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ილუსტრაციები შეირჩა, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში განთავსდება. პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ თბილისის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და ის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა დავით მაჭავარიანმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 და N 5 პენიტენციურ დაწესებულებების მსჯავრდებულებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს. აღნიშნული პროექტი ქ. თბილისის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა“,- განაცხადა დავით მაჭავარიანმა. ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერის დატოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი მომავალ წელს სრულდება. (NS)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)