|
2016-10-28 10:58:48, 646 ნახვა
საზოგადოება
საშემოდგომო რგვების ფარგლებში ბუდაპეშტის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა
შიდა ტერიტორიების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, №40-ის მიმდებარე ფერდობზე გამწვანების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაზე 50 ძირი კიპარისის, მთის ნეკერჩხლისა და ფიჭვის დიდი ზომის ნერგი დაირგო. მათივე ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ეკოლოგიისა დაგამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად ჩაერთო. „სეზონური რგვები ქალაქში აქტიურ ფაზაშია შესული. გამწვანების სამუშაოები მოიცავს როგორც შემოგარენს, ასევე შიდა ტერიტორიებს. დღესაც, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით სწორედ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია გავამწვანეთ, ბუდაპეშტის ქუჩაზე 50 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დავრგეთ. ღონისძიებაში მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული. ვფიქრობთ, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები თბილისში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“ - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა. ნინო სულხანიშვილის თქმით, თბილისის სხვადასხვა რაიონში გასამწვანებელი ადგილები მოსახლეობასთან ერთად შეირჩა, რომლის შემდეგაც შიდა ტერიტორიების ხეებით შევსება აქტიურად დაიწყო. ცნობისთვის, ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები. ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ. (NS)
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)