|
2016-10-27 17:18:12, 830 ნახვა
საზოგადოება
პროექტის დაწყებიდან სამ თვეში სახელმწიფომ 1200-ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზი დააფინანსა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5-ჰა მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5-ჰა დან 5-ჰა მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს. პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე სისაური ამზომველებს შეხვდა და მიმდინარე შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა. მისი განცხადებით, პროექტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ამ დროისთვის ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია პროექტში ჩართული და სახელმწიფომ უკვე 1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა. „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებიგვაქვს 3 თვის თავზე. ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია ამ პროექტში ჩართული და 1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა სახელმწიფომ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დღეს იმართება სამუშაო შეხვედრა საამზომებლო კომპანიებთან, განიხილება არსებული შედეგები და სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით. ასევე გავაანალიზებთ კონკრეტულ რაიონებში გაწეულ სამუშაოებს და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში და საჭიროებს გარკვეულ რეგულაციას. ძალიან ბევრი განაცხადია შემოსული, რომელიც უკვე ელოდება რეგისტრაციის დასრულებას და ამის შემდეგ დაექვემდებარება სუფსიდირებას“ - განახადა ეკატერინე სისაურმა. ეკატერინე სისაურმა მედიის წარმომადგენლებთან ის პროცედურებიც განმარტა, რომელიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს მიწის რეგისტრაციისთისვის. ამისთვის მან უნდა მიმართოს შესაბამის ამზომველ სააგენტოს, აზომვითი ნახაზები წარუდგინოს საჯარო რეესტრს და თან იქონიოს საჭირო დოკუმენტაცია: ამზომველთან გაფორმებული შესაბამის ხელშეკრულება; სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტო, საჯარო რეესტრის მიმართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას. ,,კანონმდებლობით, სერტიფიცირებული ამზომველის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზისავალდებულო არ არის, თუმცა აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებულია. არსებობენ კერძო უწყებები, რომლებიც ამ საამზომველო კომპანიების სერტიფიცირებას ახდენენ. ასევე არის იუსტიციის სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხის მოგვარებას. საამზომველო კომპანიას, რომელსაც სურს სერტიფიკატის მიღება, შეუძლია თავის წარმომადგენელთან ერთად მივიდეს, გაიაროს სასწავლო კურსი, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს. არის ძირითადი, ანუ საწყისი კურსი, ასევე ზოგადი კურსი, რომელიც ამზომველს საკითხის წინაპირობას უქმნის და აძლევს შესაბამისი ცოდნას და კურსი, სადაც მსურველს შეუძლია მივიდეს, პირდაპირ გამოცდა ჩააბაროს და მიიღოს სერტიფიკატი. თუმცა, ჯერჯერობით, საჯარო რეესტრის სააგენტოს მხრიდან სერტიფიცირებული ამზომველების შესახებ სავალდებულო მოთხოვნა არ დგას“,-აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე ცარციძემ. (NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)