17:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 15:11:30, 989 ნახვა

სამხედრო
ქართული ოცეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის დაზვერვის ოცეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

დიდ ბრიტანეთში გამართულ სწავლებაში „Cambrian Patrol 2016“ ქართულმა ოცეულმა მედალი 48 საათის განმავლობაში 61 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვისა და ამ მარშრუტზე 10 სახის სადაზვერვო დავალების შესრულებაში მოიპოვა. ქართველ სამხედროებს ჯილდო მე-6 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ პენელმა გადასცა.

„Cambrian Patrol“ პირველად 1959 წელს ჩატარდა. სწავლებას საფუძვლად დაედო უელსის ტერიტორიული არმიის სამხედროების მიერ ჩატარებული ერთკვირიანი ტრენინგი. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საქართველოს შეიარაღებული ძალებმა „Cambrian Patrol“-ში წელს უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. 

სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლატვიის, მექსიკის, ნეპალის, კანადის, იტალიის, გერმანიის, პაკისტანის, ავსტრალიის, ჩეხეთის, ახალი ზელანიის, ინდოეთის, ირლანდიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბელგიის, ჩილეს, ბრაზილიის, კოსოვოსა და შვეიცარიის  140-მდე საპატრულო ჯგუფმა. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics