|
2016-10-27 10:55:41, 641 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების ახალი წესი დაამტკიცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების წესი დაამტკიცა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძანებას „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელი 2016 წლის 26 ოქტომბერს მოეწერა. უწყების ცნობით, ბრძანება გაეროს საერთაშორისო დოკუმენტის - სტამბოლის პროტოკოლის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ხელშეწყობა ექიმის მიერ შესაბამისი სამედიცინო სახის მტკიცებულებათა დროული და ზუსტი დოკუმენტირების მეშვეობით. „ბრძანება, წესთან ერთად, დეტალურად განსაზღვრავს სამედიცინო შემოწმების დაწყების წინაპირობებს და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობისა და შემდგომი რეაგირების საკითხებს. დაზიანებათა ფერადი ფოტოგრაფირება დაზიანებების დოკუმენტირების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ფოტოზე აისახოს, როგორც დაზიანებათა ხარისხი (სიგრძე, სიღრმე და ა.შ.), ისე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პირის ფოტომასალის ერთმანეთში აღრევა. ბრძანების თანახმად, ექიმი ვალდებულია, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხეულზე დაზიანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს, დროული და სათანადო რეაგირების მიზნით. სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ბრძანება 2017 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდება, მანამდე სამინისტრო დაწესებულებათა შესაბამის ტექნიკურ აღჭურვასა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას უზრუნველყოფს“,-აცხადებენ უწყებაში.
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
კობახიძე - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში
მსოფლიოში პირველად უკრაინულმა ლაზერულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „ბლისკმა“ რუსული გერანის ტიპის დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



