|
2016-10-26 17:31:14, 897 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ქარიშხალი 2016“ მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ქარიშხალი 2016“ მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრთან ერთად სწავლებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მაოდგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. მათ სწავლების ხელმძღვანელისგან, პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძისგან წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ძირითადი მართვის პუნქტი დაათვალიერეს და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ. „აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „ქარიშხალი 2016“ ჩატარდა. წვრთნების მიზანი მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის, ასევე სარდლობის შტაბსა და ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინაციის ხარისხის გამოვლენა იყო. ნანახით ძალიან კმაყოფილი ვარ და შეიარაღებული ძალები ამ წვრთნებს მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2016“ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ პირველად ტარდება. სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი და სარდლობის დაქვემდებარებაში შემავალი ქვედანაყოფების - I და V ქვეითი ბრიგადების, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების და დაქვემდებარებული ბატალიონების შტაბები იღებენ მონაწილეობას. მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას, ასევე შესაძლებლობების შეფასებას ისახავს მიზნად. სასწავლო სცენარის მიხედვით სწავლების მთავარი ამოცანა, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ, საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვას და აღსრულებას წარმოადგენს. სამხედრო სწავლება „ქარიშხალი 2016“ აღმოსავლეთ სარდლობის შტაბ-ბინაში, ფონიჭალისა და თელეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, ვაზიანში I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, გორში V ქვეით ბრიგადასა და ატენის ხეობაში, ასევე მცხეთაში I ქვეით ბრიგადაში ტარდება. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)