|
2016-10-26 11:31:58, 618 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეამ რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციას უმასპინძლა
თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხატვარმა თავად წარადგინა. ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ქრონოლოგიურად და ჟანრების მიხედვითაა დაყოფილი, კერძოდ, ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია. კატალოგში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ 6-11 წლის ასაკში ფანქრითა და ტუშით შესრულებული ნამუშევრები, ასევე ილუსტრაციები, რომლებიც ფრანგულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნისთვის", ასევე, „დათა თუთაშხიასა" და სხვა ნაწარმოებებისთვის შეიქმნა. ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, თიბისი გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენაც გაიხსნა, სადაც მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 10-ზე მეტი ნამუშევარი - გრაფიკული და ფერწერული ტილოებია წარმოდგენილი. ნამუშევრების ნაწილი პირველად გამოიფინა დამთვალიერებლისთვის. ფეტვიაშვილის მხატვრობა განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩევა. ურთულესი ფერწერული თუ გრაფიკული კომპოზიციები ერთი ხელის მოსმითაა შესრულებული, ყოველგვარი წინასწარი მონახაზისა და ესკიზის გარეშე, ნებისმიერ ფორმაზე. მხატვარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალით მუშაობს – ფანქარი, აკვარელი, ტემპერა, ზეთის საღებავები, ქაღალდი, მუყაო, აბრეშუმი და სხვა. ბოლო პერიოდის ნამუშევრების ძირითადი ნაწილი ფერწერა და გრაფიკაა აბრეშუმზე. რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები დაცულია ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძო გალერეებსა და კოლექციებში, მათ შორის საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში, უკრაინაში, რუსეთში, გერმანიაში, ინგლისსა და იტალიაში. მხატვრის ნამუშევრებს პირად კოლექციებში ინახავენ მარგარეტ ტეთჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი, ტონინო გუერა, რიჩარდ მაილსი, ფაბრიციო რომანო და სხვა მსოფლიოში ცნობილი ადამიანები. რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. ალბომი ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. კატალოგი საქართველოს მასშტაბით მდებარე წიგნის მაღაზიებში გაიყიდება. რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 27 ოქტომბრამდე (15:00 საათამდე) შეეძლება.
(R)
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)