|
2016-10-25 13:51:19, 788 ნახვა
საზოგადოება
რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო 20 000 ძირი ბუჩქოვანი მცენარე- გართხმული ღვია, როზმარინი, ირმის რქა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, ტუია და ფოტინია. მათივე ინფორმაციით, 8000 კვადრატულ მეტრზე სარწყავი სისტემა მოეწყო, დამონტაჟდა 1372 წყლის გამფრქვევი, მრავალწლოვანი ნარგავები შემოიფარგლა ბორდიურებით და ამაღლდა თარგები. რობაქიძის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ეკოლოგიისა და გამწვანების უფროს ნინო სულხანიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ თარაშ შურღაიასთან ერთად იმყოფებოდა. დავით ნარმანიას თქმით, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „რობაქიძის გამზირის გავლით ყოველდღიურად თბილისში შემოდისუამრავი მანქანა. ამიტომ, პირველ ეფექტს სწორედ ეს ადგილი ახდენს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი, გამწვანებული რეკრეაციული ტერიტორია. მის მოვლა-პატრონობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური განახორციელებს. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეთ ობიექტს დავასრულებთ. სერიოზული გეგმები გვაქვსმომავალ წელსაც.ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით პროექტები სწორედ ახლა მზადდება. ამ მიმართულების დაფინანსება კვლავ მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივში ეს უკვე მეორე დიდი პროექტია, რომელიც გამწვანების მიმართულებით განხორციელდა. ცოტა ხნის წინ, გაიხსნა რეაბილიტირებული სკვერი მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ, სადაც გამოიცვალა ქვაფენილი, ბორდიურები და მოეწყო სარწყავი სისტემა; განხორციელდა მრავალწლიანი ხეების სხვლა-ფორმირება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა გარე განათების ბოძები, დამონტაჟდა ლამპიონები, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები; დაიგო მწვანე საფარი, გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები; ასევე, მოეწყო საბავშვო სპორტული მოედანი და განახლდა სკვერში არსებული შადრევანი. რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება 684 890 ლარია. (NS)
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)