02:59 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 13:34:13, 883 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონის გამგეობამ აფხაზეთის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვ. მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, სკვერში გამოიცვლება ბორდიურები, შეკეთდება და შეიღებება ლითონის ღობე, კედელი, მოხდება კიბეების რეაბილიტაცია, დაიგება მოზაიკური ფილები. 

მათივე ინფორმაციით, სკვერის შესასვლელში მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ახალი ურნები და სკამები, ტერიტორიაზე მოხდება მწვანე საფარის დამუშავება. 

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სკვერში აღმართულია სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის“, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჟიული შარტავას ხსოვნის ნიშნად დაიდგა. 

აფხაზეთის სკვერის გარდა, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოები  მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერშიც დაიწყო. 

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზისპირა კედლის შეკეთება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გამოიცვლება ბორდიურები, დაიგება ფილები, შეკეთდება გარე განათების ბოძი, სასრიალო და საქანელები, სკამები და ურნები.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics