|
2016-10-24 10:47:59, 713 ნახვა
საზოგადოება
გახდი სასამართლოს მეგობარი - აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ სისხლის სამართლის მიმართულებით სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის პოპულარიზაციისთვის ახორციელებს პროექტს „გახდი სასამართლოს მეგობარი“. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის (ბაკალავრი) მე-3- მე-4 კურსის, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთვრებულებს. პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა. პროექტით „გახდი სასამართლოს მეგობარი“ გათვალისწინებული აქტივობები:
პროექტში მონაწილეობის მსურველებს, აპლიკაციის შევსება შეუძლიათ 30 ოქტომბრის ჩათვლით. აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.cci.ge / www.mediaclub.ge განთვსებულ ბანერზე დაკლიკებით, წარწერით აპლიკაცია. ტრენინგს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ ჩაატარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი. სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე, ინსტიტუტის შესახებ საერთაშორისო და საქართველოს პრაქტიკას მონაწილეებს „საქართველოს სახალხო დამცველის“ აპარატისა და „მართლმსაჯულების დაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის„ წარმომადგენლები გააცნობენ. პროექტში, 2 ტურიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამრჯვებული, რომლებიც მოამზადებენ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს მეგობრობრის 5-5 მოსაზრებას. გამარჯვებულებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზდების პროცესში კორდინაციას ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი გაუწევს. გამარჯვებულები სასამართლოს მეგობრის თითოეულ მომზადებული მოსაზრებისთვის მიიღებემ ჰონორარს 100 აშშ დოლარის ოდენობით (ჯამში 500-500 აშშ დოლარი). პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო. პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ დაანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედიაკლუბი“. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა: civilinvolvement@gmail.com ტელ: 597 79 73 11 – ლაშაგიორგაძე 577 05 61 17 - შოთაროსტომაშვილი იხ. აპლიკაციისფორმა:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc90MozKi19js-fxOxeivlNk4lq5rashW2lnP_pi-jL1MPr6g/viewform
(NS)
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
კობახიძე - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში
მსოფლიოში პირველად უკრაინულმა ლაზერულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „ბლისკმა“ რუსული გერანის ტიპის დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



