00:02 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 09:35:49, 1020 ნახვა

სამხედრო
პირი, რომელიც ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია

პირი, რომელიც წვრთნებისა და სამხედრო ცენტრ „კრწანისის“  ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია.

ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.  ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.

სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის ზურაბ კუხიანიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი შენგელიას ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.

„იდენტიფიცირებული პიროვნება არის 1993 წელს დაბადებული  გიგა  რომანის ძე შენგელია.  არ შემიძლია ჯერჯერობით თქმა იყო თუ არა სამხედრო სამსახურთან კავშირში.  ახლა დავალებული მაქვს შესაბამისი სამსახურებისთვის დადგენა ვინ არის,  რას წარმოადგენს სად მუშაობდა და ა.შ.“,-განაცხადა კუხიანიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics