|
2016-10-23 14:50:09, 902 ნახვა
საზოგადოება
ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დაარსებიდან 20 წელი შესრულდა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის (ეშსქ) დაარსებიდან 20 წელი შესრულდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიაზე ეშსქ-ის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა სტუმრებს ქარხნის ისტორია გააცნო და შესრულებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ქარხნის სტაჟიანი და გამორჩეული თანამშრომლები თბილისის მერმა დააჯილდოვა. ,,მეტროს ვაგონშემკეთებელი ქარხანა დღეს 20 წლის გახდა, 1996 დაფუძნდა და ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განახორციელა. 330-ზე მეტი ვაგონი შეკეთდა ამ პერიოდში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხუთი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ჯამში 20 ვაგონს შეადგენს, შევაკეთეთ და ამით მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მეტროპოლიტენის მდგომარეობა. ვაგონშემკეთებელი ქარხნის მეშვეობით კიდევ ვაგრძელებთ ამ პროექტს მომდევნო წელს, რათა უკეთესი პირობები გვქონდეს თბილისის მეტროში. დღეს ვულოცავთ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებმაც 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავეს ამ სისტემაში და დავაჯილდოვეთ ღირსეული ადამიანები,’’- განაცხადა დავით ნარმანიამ. სააქციო საზოგადოება ‘’ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი’’ შეიქმნა 1996 წელს. დღეისათვის, ქარხანაში დასაქმებულია 130 თანამშრომელი. სააქციო საზოგადოება უზრუნველყოფს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას თბილისის, ბაქოს და ერევნის მეტროპოლიტენისათვის. დაარსებიდან ქარხანაში გარემონტდა და მოდერნიზაცია ჩაუტარდა მეტროს ვაგონების 333 ერთეულს. ასევე, კაპიტალურად შეკეთდა 4 ერთეული სატვირთო სამონტაჟო ვაგონი. (NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)