17:56 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 14:30:09, 890 ნახვა

საზოგადოება
მალაიზიის დელეგაცია სერვისების განვითარების სააგენტოს რეფორმებს გაეცნო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა მალაიზიის დელეგაციის წევრები მიიღო, რომელსაც კუალა ლუმპურის მერი აჰმად ფეზალ ტალიბი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას აგრეთვე, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის მიზანი იყო გაცნობოდნენ საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მოდელს და იმ მომსახურებებს, რასაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები მოქალაქეებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა  პრეზენტაციები წარუდგინეს, მომსახურებებთან და ზოგადად სერვისების მიწოდების სფეროში დანერგილ მოდელთან დაკავშირებით.

მალაიზიური დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქართული რეფორმებისა და მიღწევების გაცნობაა. მისი წევრები საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდნენ და უკვე გამართეს შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსა და  მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. გუშინ მალაიზიელი სტუმრები თბილისის მერ დავით ნარმანიას შეხვდნენ.

დელეგაცია საქართველოს 20 მარტს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics