|
2016-10-20 18:57:48, 697 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი: ხელისუფლება შეეცდება, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი სურვილების დამადასტურებელ დაწესებულებად გადააქციოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარის ზაზა თავაძის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ამიტომ, დარჩიაშვილს უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა შეიცვლება სასამართლოში მისი თავმჯდომარეობის პირობებში. თუმცა, დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება შეეცდება, საკონსტიტუციო სასამართლო თვისი სურვილების დამადასტურებელ დაწესებულებად გადააქციოს: „მე ბევრი არაფერი ვიცი ზაზა თავაძეზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება შეეცდება, საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ გადააქციოს თვისი სურვილების დამადასტურებელ დაწესებულებად. არ შემისწავლია მისი ქცევა, მისი ბიოგრაფია, ვის რა პოზიცია ეჭირა, არვიცი ზაზა თავაძის შესახებ, მაგრამ მოველი, რომ ხელისუფლება შეეცდება, ამ ორგანოზეც დაამყაროს სრული მონოპოლია“,-განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია. სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე გააკეთა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, თავაძემ 5 ხმა მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია. ცნობისთვის, ზაზა თავაძე წლებია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპაუაშილის პირველი მოადგილე იყო. თავაძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ირჩევა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)