|
2016-10-18 23:09:27, 710 ნახვა
პოლიტიკა
„ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სახიფათო, მაგრამ არანაირ პოლიტიკურ რჩევას არავის მივცემ“
ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სახიფათო, მაგრამ არანაირ პოლიტიკურ რჩევას არავის მივცემ, - ასე ეხმაურება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საზოგადოების ნაწილის მიმართვას, რომლის თანახმადაც, ისინი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, თავიანთ ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რეალური ცვლილების მიღწევა ოთხი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, რაც არ უნდა პროგრესული იყოს ის, ასეთი საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სახიფათო. მაგრამ არანაირ პოლიტიკურ რჩევას არავის მივცემ. ხალხის გადასაწყვეტია, ანდობენ ასეთ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუ მხარს დაუჭერენ ოპოზიციურ ძალებს, რომ დააბალანსოს და გაანეიტრალოს ძალთა განაწილება. ვფიქრობ, რომ რეალური ცვლილების მიღწევა ოთხი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)