23:20 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 13:48:54, 895 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დათვს ამ დრომდე ეძებენ

თბილისის ცენტრში დათვს ეძებენ.

მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ეკიპაჟები ამ დროისთვის საბურთალოს რაიონში მუშაობენ. ისინი სკვერებს, სარდაფებს და სადარბაზოებს ათვალიერებენ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თეიმურაზ ფხალაძის  განცხადებით, დათვის ბელის დაკარგვას არც ზოოპარკში და არც ცირკში არ ადასტურებენ.

„შემთხვევის ადგილზე გავიდა რამდენიმე მობილური ჯგუფი, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ ძებნით ღონისძიებებს. ძებნითი ღონისძიებები გაგრძელდება იქამდე სანამ არ ვიპოვით დათვს ან დავრწმუნდებით იმაში, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“,-განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა, რომელიც ამტკიცებს, რომ იყალთოს ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით დათვის ბელა დაინახა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics