|
2016-10-17 14:58:46, 655 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერეთებული შტატების, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომლის საფუძველზეც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო (BFSA) ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას გაუწევენ საქართველოს რისკის მართვისა და რისკის შეფასების ორგანოებს მათი ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბულგარეთის დელეგაციას ვიზიტისთვისმადლობა გადაუხადა. მინისტრის პირველმა მოადგილემ “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ძირითად ვალდებულებებზე ისაუბრა და მათი შესრულების ნაწილშიბულგარეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა,ბულგარეთმა სულ რამდენიმე წლის წინ გაიარა ის გზა, რომელსაც საქართველო დღეს გადის. „შესაბამისად, ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ხაზგასასმელია.მნიშვნელოვანია თანამშრომლობარისკის მართვისა და რისკის შეფასების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ასოცირებული რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებას და მნიშვნელოვნად დააახლოებს საქართველოს ევროსტანდარტებთან“,-განაცხადა კერესელიძემ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბულგარეთის დელეგაციას დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებთან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)