|
2016-10-14 16:02:24, 734 ნახვა
საზოგადოება
„არჩევნები საქართველოში" ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დღეს გამოფენა „არჩევნები საქართველოში" გახსნა. „არჩევნები საქართველოში" ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ეპოქაში გამართული დემოკრატიული თუ ერთპარტიული არჩევნების თითქმის ასწლიან ისტორიას ასახავს. საქართველოში არჩევნების ისტორია 1919 წელს იწყება, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოსახლეობამ აირჩია თვითმმართველობის ორგანოები და საკანონმდებლო ორგანო − საქართველოს დამფუძნებელი კრება. ეს მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს ახალშექმნილი რესპუბლიკის დემოკრატიულობის დადასტურება იყო. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ადრე, საქართველოში 1919 წელს, ქალებმა არა მხოლოდ ხმის უფლება მიიღეს, არამედ კენჭსაც იყრიდნენ და ხუთი მათგანი მოხვდა კიდეც დამფუძნებელი კრების წევრთა რიგებში. დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, 1922 წლიდან, საქართველოში არჩევნების საბჭოთა სისტემა დამკვიდრდა. ამ პერიოდის არჩევნების ამსახველ მასალებში თვალს ვადევნებთ საბჭოთა იდეოლოგიის დამკვიდრებას ქვეყნის მართვის ყველა რგოლში. პროლეტარიატის დიქტატურამ რეალური საარჩევნო ხმის უფლების გარეშე დატოვა ქვეყნის მოსახლეობა. საბჭოთა ერთპარტიულ არჩევნებში წლიდან წლამდე მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგიის გამტარებელთა სახელები და გვარები იცვლებოდა. 1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები საბჭოთა და დემოკრატიულ არჩევნებს შორის გარდამტეხი აღმოჩნდა. საბჭოთა პერიოდის ეს არჩევნები ერთადერთი იყო, რომელშიც კომუნისტური პარტიის გარდა კიდევ არაერთი პარტია იყრიდა კენჭს, მათ შორის, „მრგვალი მაგიდა − თავისუფალი საქართველო"; „სახალხო ფრონტი"; „დემოკრატიული საქართველო" და „რუსთაველის საზოგადოება". გამოფენის დამთვალიერებელს ამ პროცესების ამსახველი ფოტომასალისა და წერილობითი დოკუმენტების ხილვა საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში 14 ოქტომბრიდან შეუძლია. დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)