12:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 16:19:27, 518 ნახვა

საზოგადოება
N15 დაწესებულების მსჯავრდებული მსოფლიო რეკორდსმენია

 

შეზღუდულ სივრცესა და შეზღუდულ შესაძლებლობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ არის სპორტული ჟინი და ჯანსაღი სულიკვეთება,- ასეთი იყო ღონისძიების ლაიტმოტივი, რომელიც  16 მარტს, ქსნის N 15 დაწესებულებაში გაიმართა. 

რეკორდების ფედერაციამ მსჯავრდებულ კუკური სალბიშვილს რეკორდსმენობის დამადასტურებელი სერფიტიკატი გადასცა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსოფლიო რეკორდი ოთხჯერ დაამყარა, მათ შორის,  ცალი ხელის თითსა და ე.წ. ვაკასანას პოზით აზიდვაში.

N 15 დაწესებულებაში გამართულ ღონისძიებას მსოფლიო რეკორდსმენები დაესწრნენ.  ასევე, სპორტსმენები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, მსოფლიო რეკორდების დამყარება შეძლეს.

„მიუხედავად სიძნელეებისა, ცხოვრება  გრძელდება, უნდა ვიბრძოლოთ. ასეთი  სულისკვეთების  მაგალითი გვაჩვენა  კუკური სალბიშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  რეკორდსმენი გახდა“,-აღნიშნა მსოფლიო რეკორდსმენმა თემურ დადიანმა. 

 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  სოციალური სამსახურის უფროსის ლეილა აფციაურის თქმით, „ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მსჯავრდებულებს თავინთი  უნარების რეალიზებაში. ეს მათი რეაბილიტაციის და შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის მთავარი პირობაა“.

 დაწესებულებაში, ასევე, გაიმართა რეკორდსმენების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics