|
2016-10-07 18:54:42, 708 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩინეთში ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, მემორანდუმს მოეწერა ხელი
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აგრარული დარგის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, კომპანიებმა „კახური ტრადიციულ მეღვინეობა“ და „Beijing Charming Grand International Trading Co.” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ხელმოწერიდან 1 წლის განმავლობაში ჩინური კომპანია „Beijing Charming Grand International Trading Co.” მილიონი ბოთლი ქართული ღვინისა და ქართული ბრენდის იმპორტს განახორციელებს ჩინეთის ბაზარზე. კომპანია „Beijing Charming Grand International Trading Co.“ ჩინეთის ბაზარზე უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიაა. როგორც სოფლის მეურნობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა. „მოგეხსენებათ, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული უპრეცედენტო შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს აგროსასურსათო სექტორს. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის მაგალითია დღევანდელი ღონისძიებაც.“ აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ და „Beijing Charming Grand International Trading Co.,” გენერალურმა დირექტორმა, ვან ჰენშუნმა მოაწერეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)