|
2015-03-15 10:51:03, 827 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგში შსს-ს და შვეიცარიის განვითარების ფონდის ერთობლივი სამთო-სამაშველო წვრთნები დასრულდა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარების ფონდის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 8-15 მარტს დაგეგმილი სამთო-სამაშველო ტრენინგი და გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთზე ჩატარებული საველე წვრთნები წარმატებით დასრულდა. უწყების ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, აგრეთვე, დაბა სტეფანწმინდაში დისლოცირებული I სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების და დაბა მესტიაში დისლოცირებული II სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, გუდაურში ერთობლივი სიმულაციური ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით განსაკუთრებულად რთული რელიეფის მთაზე ჩატარდა. იგი სამთო მაშველების მიერ მთიდან დაზარალებული ადამიანის ჩამოყვანას გულისხმობდა. აღნიშნული სწავლების მიზანს კრიზისულ სიტუაციებში სამაშველო სამსახურების რეაგირების მექანიზმების გამოცდა წარმოადგენდა და იგი მოიცავდა ზამთრის სამთო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებს: სათხილამურო ტექნიკის და ზვავში საძებნი ინსტუმენტების გამოყენება, ზვავის სახეობების დადგენა, თოვლის ფენების ანალიზი, დაცვის წერტილების მოწყობა თოვლსა და ყინულზე, შემთხვევის ადგილზე სამაშველო აქტივობის ორგანიზება, თოკთან მუშაობა და კვანძების მომზადება, პოლისპარტი (დაზარალებულის ნაპრალიდან ამოყვანა), ჰიპოთერმის პრევენცია, პაციენტის მდგომარეობის შეფასება. სწავლების დასასრულს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან ბუიღლიშვილმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა, შვეიცარიელმა კოლეგებმა კი მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)